მარილი, საზიანო თუ სასარგებლო?!

ალბათ გსმენიათ რომ თუ მარილს ამოვიღებთ ჩვენი ყოველდღიური რაციონიდან, უფრო ჯანსაღები ვიქნებით. თუმცა, ეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მარილში (NaCl) შემავალი ნატრიუმი აუცილებელ ნივთიერებას წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმისათვის, რაც იმას ნიშნვანს რომ მისი არსებობის გარეშე ადამიანის უჯრედები დიდხანს ვერ იფუნქციონირებენ და იცოცხლებენ. თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ მარილის მიღებისას დავიცვათ დოზები. შესაბამისად, მარილის არც ამოღება და არც დიდი რაოდენობით გამოყენება არაა რეკომენდირებული. ნატრიუმის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს სისხლის წნევის გაზრდას, რაც ჰიპერტენზიის სახელითაა ცხნობილი. ჰიპრეტენზიის შედეგია გულის ძლიერად მუშაობა, რასაც სისხლძარღვების დაზიანება ერთვის თან. ამასთანავე, სისხლის წნევამ შესაძლოა დააზიანოს თირკმელები, თავის ტვინი და მხედველობა. ასევე, რაც უფრო გვემატება ასაკი, ჩვენი წნევა თანდათანობით იზრდება ყოვეწლიურად, შესაბამისად, ნატრიუმის მიღების შემცირებას, უფრო და უფრო დიდი მნიშნველობა ენიჭება ყოველწლიურად.

რაც შეეხება ნატრიუმის დეფიციტს, ჰიპონატრინემია, არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში ნატრიუმის დონე საგრძლობლად მცირდება. აღნიშნულმა მდგომარეობამ შესაძლო გამოიხატოს, როგორც სუსტი და ასევე, ძლიერი სიმპტომებით, როგორებიცაა, შენელებული აზროვნება, თავის ტკივილი, გულისრევა და ბალანსის დარღვევა, ამასთანავე კრუნჩხვითი შეტევები და კომაც კი.

ყურადსაღებია ის ფაქტიც რომ ადამიანები ნატრიუმის დღიური ნორმის 70%-ს იღებენ ისეთი პროდუქტებიდან, რომელიც შეიძლება მარილის შემცველი საერთოდ არ მოგვეჩვენოს. ამიტომ, აუცილებლად გაეცანით პროდუქტების შემადგენლობას, რათა თავიდან აიცილოთ გადამეტებული ნატრიუმის მიღება. ამისათვის კი აუცილებელია ვიცოთეთ დღიური ნორმაა, 2300 მილიგრამი (დაახლოებით 1 ჩაის კოვზი), რაც FDA-ის მიერაა დადგენილი.

ასევე იხილეთ იმ პროდუქტების ჩამონათვალი, საიდანაც ვიღებთ დღიური ნატრიუმის უდიდეს ნაწილს, ესენია: პური, პიცა, სენდვიჩები, დამუშავებული ხორცი(სოსიხები, სალიამი, ლორი), ფუნთუშები, ორცხობილები.

როგორც საკვები ინგრედიენტი, ნატრიუმს, გარდა მარილისა, ვიყენებთ ცხობის დროსაც, მაგალითად სოდა (ნატრიუმის ბიკარბონატი), ასე რომ კიდევ ერთხელ, ვიცოდეთ საკვების შემადგენელი ინგრედიენტები.

საბოლოოდ შევაჯამოთ, ნატრიუმის მიღება აუცილებელი და სასარგებლოა განსაზღვრული რაოდენობით, ხოლო მისი გადამეტებული მიღება დამაზიანებელი ✅

მივირთვათ საჭირო წყალი დღის განმავლობაში!!

ეცადეთ ორგანიზმმა დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი წყალი მიიღოს . იცოდით რამდენ წყალს შეიცაცს თქვენი საყვარელი ხილი/ბოსტნეული?🍓🥕

Design a site like this with WordPress.com
Get started